вторник, 16 декабря 2008 г.

1. პროექტის სახელი: GEARN -ის საცდელი პროექტი "სიცილის სამყარო"
2. პროექტის მოკლე აღწერა: მოსწავლეები ხალისით შეუდგებიან ამ პროექტზე მუშაობას, სიცილით და იუმორით მოიძიებენ ყველა საჭირო მასალას. სიცილი ხომ ნიშანია ძალისა, სულიერი თავისუფლებისა, იგი ადამიანის ერთგული მგზავრია.
3. პროექტის სრული აღწერა: პროექტზე მუშაობის დროს ახალგაზრდები ისწავლიან სჯა-ბაასს, კამათს, აზრის თხრობას ხალისიანი ჯანსაღი იუმორით. წაიკითხავენ ლიტერატურას, ისწავლიან წიგნზე მუშაობას, გამოიმუშავებენ ბიბლიოთეკაში მუშაობის ჩვევებს და გაეცნობიან მასალებს სიცილის არქივებიდან. ჯგუფურად ნახავენ ფილმებს, სპექტაკლებს, მოახდენენ ნანახის განხილვას. გააცნობენ და გაუზიარებენ შთაბეჭდილებებს თავიანთ მეგობრებს და სხვა სკოლის მოსწავლეებს. შედგება ჯგუფური მუშაობა სხვადასხვა თემებზე და დამუშავდება ცალკეული ბლოგების სახით.
4. მონაწილეთა ასაკი/კლასები: 7-16 წლამდე.
5. ვადები და ხანგრძლივობა: დეკემბერიდან 2008წ.-ივლისამდე 2009წ.
6პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში: სასკოლო ჟურნალების შექმნა, ფოტოების გადაღება, კარიკატურების დახატვა, სკეტჩების დადგმა, გამზადებული მასალის განთავსება ბლოგში.
7. მოსალოდნელი შედეგები/პროექტები რაც შეიძლება შეიქმნას: ფოტოალბომები, ანეგდოტების წიგნი, კომედიური ფილმების კრებული, ვებ-გვერდი, ელექტრონული ჟურნალი, მოსწავლეები გამოიმუშავებენ თავისუფალი ურთიერთობის უნარ-ჩვევებს, ისწავლიან ჯგუფურ მუშაობას, გამზადებული მასალის კომპიუტერულად დამუშავებას, საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენებას. სკოლაში მოაწყობენ იუმორისტულ საღამოებს, თეატრალურ სპექტაკლებს.
8. სარგებელი სხვებისათვის: პროექტზე მუშაობის დროს ახალგაზრდები ისწავლიან სჯა-ბაასს, აზრის თხრობას ხალისიანი ჯანსაღი იუმორით, წაიკოთხავენ ლიტერატურას, ისწავლიან წიგნზე მუშაობას, ჯგუფურად ნახავენ ფილმებს, სპექტაკლებს, მოახდენენ ნანახის შთაბეჭდილებებს გაუზიარებენ მეგობრებს და სხვა სკოლის მოსწავლეებს.
9. სამუშაო ენა: რუსული, ქართული.
10. საგნობთან/საგნობრივჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:
ლიტერატურა-შეისწავლიან სხვადასხვა მიმდინარეობებს, სატირა, იუმორი, იგავ-არაკი, ანეგდოტი, კაფია, შაირი ;
ხატვა-კარიკატურა ;
ისტორია-შეისწავლიანსატირისა და იუმორის წარმოშობის ისტორიას და განვიშარებას საუკუნეების მიხედვით ;
კულტურა-პაროდია, კომედია, სკეტჩი ;
ხელოვნება-სატირა და იუმორი კინოში, თეატრში ;
გეოგრაფია-სატურულ-იუმორისტული ტრადიციების შესწავლა საქართველოს სხვადასხვა კუთხეების მიხედვით.
11. მონაწილეები სხვა სკოლებიდან:
12. პროექტის ფასილიტატორის სახელი:
დარეჯან კერესელიძე
13. პროექტის ფასილიტატორის ელფოსტა: dajike@gmail.com
14 პროექტის ფორუმი: foro.iearn.org/webx/.ieac45ia/7
15. პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი:
http://foro.iearn.org/webx/.ieac45ia/7
http://www.sicilissamkaro.blogspot.com/